ქედაში, სოფელ წონიარისში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.