საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა – 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:

„ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასეთ ფორმაში და განწყობით, არც ერთ შეჯიბრზე არ ვყოფილვარ. ჩემზე მეტად არავის სტკივა გული… ჩემზე მეტად არავის სტკივა გული, ახლა, ამ მომენტში… მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბავშვობიდა… მინდა მადლობა ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს გადავუხადო, ყველას, ვინც მხარში მედგა… გამოვასწორებ, დანებებას რა თქმა უნდა, არ ვაპირებ“, – თქვა ილია სულამანიძემ „CrystalSport-თან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here