სოციალურ ქსელში სახალისო ისტორია ვრცელდება:

ხო და, თელავში მომიწია წამოსვლა და აქვე, დრაივზე, წყალს ვიყიდი-მეთქი.

ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ბარათი თან არ მქონდა და მხოოლოოდ ქეში მქონდა ისიც ნაყარი ხურდები და 50 ლარიანი.

50 ლარიანს არ დავახურდავებ-მეთქი და მოვხიკე ეს ხურდები.

მივედი და ვეუბნები წყალი მინდა მეთქი.

პატარა 1.20 და დიდი 2 ლარიო.

ლიტრიანი მომეცით-მეთქი და დავიწყე ოლია მათხივარივით ხურდების ამოთვლა და ვუი, 1.90 მაქვს და 10 თეთრი მაკლდება.

აუ, ბოდიშით, არ მქონია, მაკლდება და პატარა წყალი მომეცით-მეთქი.

რამდენი გაკლდებაო, ამ ლამაზმა გოგონამ და 10 თეთრი-მეთქი და იყოს, რა პრობლემააო და დიიიდი მადლობებით გამოვართვი და მივეცი ჩემი რკინის ლარიანი + 90 თეთრის ხურდა 😃

გადმოვდი 4 ნაბიჯი და ხურდის წკარუნი გავიგონე და მეორე ჯიბეში მქონდა 2 რკინის ლარიანი და უცებ მივბრუნდი, რატო უნდა დაიკლოს იმ გოგომ თუნდაც 10 თეთრი-მეთქი.

ვაწვდი ორ ცალ რკინის ლარიანს და ვეუბნები, აი, მქონია-მეთქი და გავუწოდე და ველოდები, რომ ის 1.90 დამიბრუნოს და ამ დროს მიბრუნებს 10 თეთრს 😃 რატო შეწუხდითო, ანუ, რაღატო მობრუნდითო.

დავხედე ამ 10 თეთრს და მივხვდი, დანარჩემი 1.80ის დაბრუნებას აღარ აპირებდა, შემახმა ღიმილი და წამოვედი.

ახლა კითხვა,

რაა დამიჯდა რეალურად 2 ლარიანი წყალი

სტატიის ფოტო მითითებულია თემატურად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here