თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ერთი ვერ­სი­ით, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კით ზე­დო­ზი­რე­ბაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი მე­გობ­რე­ბი სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო.

ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გვი­ან ღა­მით ლაშა მინ­დე­ლის ცხე­და­რი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გე­გუთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მისი დედა ცხოვ­რობს.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა “ამბებს” განუცხადა, ლაშა დე­დი­სერ­თა იყო:

“ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. მთე­ლი სო­ფე­ლი დას­ტი­რის ლა­შას და ვიწ­ვით მისი დე­დის სა­ცო­და­ო­ბით. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, ლაშა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო. მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. რა გახ­და ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, არ ვი­ცით. დე­დამ მარ­ტო გა­ზარ­და, ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე რო­გორც ვიცი, იქ ბინა გა­ყი­დეს, გე­გუთ­ში ჰქონ­დათ სო­ფე­ლი და აქ გად­მო­ვი­და დე­და­მი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად.

ლა­შაც ჩა­მო­დი­ო­და ხან­და­ხან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობ­და და დრო არ ჰქონ­და. მა­გის მეტი არა­ვინ გა­აჩ­ნდა დე­და­მისს, ისე მე­ცო­დე­ბა გული მეწ­ვის მისი სა­ცო­და­ო­ბით. არც მშობ­ლე­ბი ჰყავს ცო­ცხა­ლი, არც ძმა, ამ ერ­თა­დერ­თი შვი­ლის იმე­დად იყო და ეს ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და, მი­ზე­ზი არ ვი­ცით რა იყო. ლაშა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ყვე­ლა ამ ამ­ბავ­მა” – თქვა ოჯახის ახ­ლო­ბე­ლმა.

წყარო: ambebi.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here