ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაუშვეს. მას ამის შესახებ ესემესით შეატყობინეს. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ მასთან თანამშრომლობას არ წყვეტდა, გიორგი ნაზღაიძემ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და სკანდალური განცხადებაც გააკეთა:

„წამყვანი ნამდვილად აღარ ვარ. არხი აგრძელებს ჩემთან თანამშრომლობას, მაგრამ ჩემი ღირსებიდან, ჩემი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, ამ არხთან, „რუსთავი 2“-თან ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას, რადგან ადამიანს, რომელიც 2 წლის განმავლობაში თავის საქმეს აკეთებდა ათიანზე და არა ხუთიანზე და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ „პრაიმ ჰაუსი“ ჩემს ზურგზე არის გამოვლილი და ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის, ესემესის სახით არ უნდა შეატყობინო, რომ ის აღარ არის ,,პრაიმ ჰაუსის” თანამშრომელი.

მიზეზი რომ ვიკითხე, მიზეზად დასახელდა, რომ მონაწილეებს არ სურთ, მე ვიყო წამყვანი. ესეც ტყუილია, რადგან უკლებლივ ყველა მონაწილემ ჩაწერა ვიდეო-მიმართვები, სადაც ამბობენ, რომ მათ სურთ, ვიყო წამყვანი. მადლობა მათ ამისთვის.

ძველი პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი რაღაცები სხვა წამყვანებმა გაიარეს და მსგავს ამბავში აღმოვჩნდი მე. თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, სად არის მაღლა მიზეზი. ამ მიზეზზე მე აუცილებლად ვისაუბრებ. ასე რომ, არ გემშვიდობებით, მე ამას არ ვივიწყებ,  დამელოდეთ, თქვენი დროც მალე მოვა“, – თქვა გიორგი ნაზღაიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here