ორი დღეა “რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის და “შუ­ა­დღის“ გა­და­ცე­მე­ბი არ გა­სუ­ლა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ტესტს. პირ­ვე­ლად დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთ წამ­ყვანს, ანი გი­უნ­ტერს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­საც ჩვე­ნი ზარი გა­უკ­ვირ­და.

ანი გი­უნ­ტე­რი:

– გუ­შინ ძმის შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, ღა­მე­ნა­თე­ვი ვარ. სა­ერ­თოდ პა­რას­კე­ვო­ბით ვარ ეთერ­ში და ჯერ არ დაგ­ვი­გე­შავს, არ მივ­სულ­ვართ სამ­სა­ხურ­ში. არა­ვინ წა­მოვ­სულ­ვართ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ სიმ­შვი­დეა.

თიკა ფა­ცა­ცია ერთ-ერ­თია “რუს­თა­ვი 2“-ის სა­ხე­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი­დან ფო­ტო­ებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებს. ერთ-ერთ “სთო­რი­ში” მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა BBC-ს აქ­ცი­ი­დან კო­მენ­ტარს აძ­ლევს, თიკა კი წერს: “ნა­თე­ლი გო­ნე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სული…”

თუმ­ცა რა­ტომ არ იყო ეს დღე­ე­ბი ეთერ­ში, ამ კი­თხვა­ზე არ გვი­პა­სუ­ხა.

თიკა ფა­ცა­ცია:

– და­რე­კეთ პრო­დი­უ­სერ­თან, მე გა­და­ღე­ბა­ზე გავ­დი­ვარ და ბო­დი­ში, უნდა და­გემ­შვი­დო­ბოთ.

დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა მა­რი­ამ მეჟ­ლუ­მი­ან­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ­ხი­დან არ­ცერ­თი წამ­ყვა­ნი არ წა­სუ­ლა.

მა­რი­ამ მეჟ­ლუ­მი­ა­ნი:

– იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კუ­რი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა რო­გორ იქ­ნე­ბა, წი­ნას­წარ არ ვი­ცით ხოლ­მე, გა­ვალთ თუ არა ეთერ­ში.

– ეს არ უკავ­შირ­დე­ბა პრო­ტესტს? ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი ად­გილ­ზეა?

– ნამ­დვი­ლად არა­ვინ არ წა­სუ­ლა ჩვენ­გან, მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here